“საქართველოში უსამართლობა არავის შერჩება” – გურამ მაჭარაშვილი
“საქართველოში უსამართლობა არავის შერჩება”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
აღნიშნულით მაჭარაშვილი ევროკავშირის ელჩის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ცდილობს, დაამტკიცოს, რომ ევროკავშირის პრინციპებთან შეუსაბამოა კანონი, რომელიც ამერიკული „ფარას“ ზუსტი ასლია.
„საინტერესოა, ბატონმა ჰერჩინსკიმ თვითონ ტრამპს თუ შეუთანხმა, რაც თქვა – ანუ, ამერიკული კანონით საქართველო ვერ შევა ევროკავშირშიო; საქართველოს სანამ ექნება ამერიკული კანონი „ფარა“, რომელსაც ქართული იმიტომ ჰქვია, რომ საქართველოშია მიღებული, თორემ ამერიკულის იდენტურია, თურმე ვერ გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა და სანამ შავი ფული ლეგალურად არ იტრიალებს საქართველოში ისე, როგორც უცხოურ ძალებს უნდათ, მანამდე ვერ გახდება საქართველო ევროკავშირის წევრი. მის ადგილზე, მე დავფიქრდებოდი, რა ბედი ეწიათ იმ ელჩებს, რომლებიც ლანძღავდნენ საქართველოს. საქართველოში უსამართლობა არავის შერჩება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.