რუსეთიდან თავისი ელჩი ამჯერად კანადამ გაიწვია

   კანადამ რუსეთიდან თავისი ელჩი უკრაინაში შექმნილ ვითარების გამო გაიწვია. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა სტივენ ჰარპერმა განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრი აცხადებს, კანადა 2014 წლის ივნისში სოჭში, რუსეთის თავმჯდომარეობით “დიდი რვიანის” შეხვედრაში მონაწილეობასაც არ აპირებს. გადაწყვეტილება კანადის მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომაზე მიიღეს. რუსეთიდან ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება დიდმა ბრიტანეთმაც მიიღო, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით აშშ “დიდი რვიანის” შეხვედრის მოსამზადებელ სამუშაოებში მონაწილეობას აჩერებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები