რაში დაარწმუნა მედვედევმა უკრაინის პრემიერი?
მე ტელეფონით ვესაუბრე მედვედევს და მან დამარწმუნა, რომ უკრაინაში რუსული ჯარის შეყვანის გადაწყვეტილება მიღებული არ არის – ამის შესახებ ჟურნალისტებს უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენ იაცენიუკმა გუშინ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა.
“ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი. დარწმუნებულები ვართ, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ინტერვენციას არ განახორციელებს. ასეთი ინტერვენცია ომის დაწყება და რუსეთთან ყოველგვარი ურთიერთობის დასარული იქნება”, – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.