კიევის სამიტროპოლიტო ტახტის მოსაყდრის მიმართვა მოსკოვის პატრიარქს
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) სამიტროპოლიტო ტახტის მოსაყდრემ ჩერნოვიცკისა და ბუკოვინცკის მიტროპოლიტმა ონუფრემ ღია წერილით მიმართა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს კირილს:
“მის უწმიდესობას, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს – კირილს.
თქვენო უწმიდესობავ!
დღეს უკრაინას, თავისი უახლეს ისტორიაში ყველაზე მძიმე პერიოდი უდგას. სამთვიანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური კრიზისის, კიევის ცენტრის სისხლიანი დაპირისპირებისა და ათობის ადამიანის დაღუპვის შემდეგ, ჩვენ კიდევ ერთ, არა ნაკლებ მძიმე განსაცდელის წინაშე აღმოვჩნდით.
1 მარტს, რუსეთის ფედერაციის ოფიციალური პირების მიერ გაჟღერებულ იქნა განცხადებები უკრაინაში რუსული სამხედრო კონტიგენტის განსაზღვრული რაოდენობის შეყვანასტან დაკავშირებით. თუ ეს მოხდა, უკრაინელი და რუსი ხალხი ჩათრეულ იქნება დაპირისპირებაში, რასაც მოყვება კატასტროფული შედეგები ჩვენი ქვეყნებისათვის.
როგორც კიევის სამიტროპოლიტო ტახტის მოსაყდრე თხოვნით მოგმართავთ თქვენ, თქვენო უწმიდესობავ, რათა გააკეთოთ ყველაფერი რაც შესაძლებელია, რომ არ მოხდეს სისხლისღვრა უკრაინის ტერიტორიაზე. გთხოვთ, აღიმაღლოთ ხმა უკრაინის სახელმწიფოს ტერიტორიალური მთლიანობის შენარჩუნებისათვის ამ მძიმე ჟამს უფლისა ჩვენი იესუ ქრისტეს მიმართ აღვავლენთ მხურვალე ლოცვებს, რათა ყოვლადწმიდა დედის შეწევნით, აგვარიდოს მოძმე ერების უკრაინის და რუსეთის ურთიერთშეტაკება.
შვილებრ: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) სამიტროპოლიტო ტახტის მოსაყდრემ ჩერნოვიცკისა და ბუკოვინცკის მიტროპოლიტი ონუფრე.
წყარო: http://www.orthodoxtheology.ge
თარგმნა სერგო ფარულავამ