ოფიციალური კიევი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვას ნატოს სთხოვს

ოფიციალური კიევი ნატოს სთხოვს, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და უკრაინელი ხალხი მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით დაიცვას, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი დეშიცამ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 1 მარტს, რუსეთის ფედერაციის საბჭომ პრეზიდენტ პუტინს უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო-შეიარაღების გამოყენების უფლება მისცა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ყირიმის პრემიერმა სერგეი აქსენოვმა რუსეთის პრეზიდენტს თხოვნით მიმართა და “ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მშვიდობის  უზრუნველყოფისთვის დახმარება სთხოვა”.
“რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცალსახად დააყენა იმ დასავლელი პოლიტიკოსების, მათ შორის ამერიკელი და ნატოს სხვა წევრი ქვეყნების წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც უკრაინაში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას ახალისებდნენ. მათ უკრაინაში კრიზისის ესკალაციას ხელი შეუწყვეს”, – ნათქვამია ფედერალური ხელისუფლების მიერ გაკეთებულ განცხადებაში. 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები