პუტინი: რუსეთი უფლებას იტოვებს უკრაინაში მცხოვრები რუსი მოქალაქეების უფლებები დაიცვას

გამოცემა „რაშა თუდეი“ წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტსა და რუსეთის ფედერალური ხელისუფლების პირველ პირს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. გამოცემის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა ობამასთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის კონფლიქტში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერევა, თუკი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მცხოვრებ მოსახლეობაზე ძალადობის ფაქტები გამოვლინდება.
„პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარში აქცენტი რუსეთის იმ მრავალრიცხოვანი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე  გააკეთა, რომლებიც ამჟამად უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებიან. მათ სიცოცხლეს რეალური საფრთხე ემუქრება. ვლადიმერ პუტინმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის აღმოსავლეთით და ყირიმში ძალადობის მორიგი შემთხვევების გამოვლენისას, რუსეთი უფლებას იტოვებს  თავისი და უკრაინაში მცხოვრები რუსი მოქალაქეების ინტერესები და უფლებები დაიცვას“, – ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის განცხადებაში.
გარდა ამისა, პუტინმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ე.წ ულტრანაციონალისტების „დანაშაულებრივ ქმედებებზე“, რომლებიც „კიევის დღევანდელი ხელისუფლების წახალისებით მოქმედებენ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები