იულია ტიმოშენკო მოსკოვში არ ჩავა

3 მარტს, იულია ტიმოშენკოს მოსკოვში ჩასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია პარტია „ბატკივშინას“ პრესსამსახურმა უარყო.
„ეს ინფორმაცია მცდარია. იულია ტიმოშენკო ამჟამად უკრაინის რადაში იმყოფება. ის ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონსულტაციებს გადის, რათა მძიმე პოლიტიკური სიტუაციიდან გამოსავალი მოიძებნოს“, – განაცხადა უცხოურ მედიასთან „ბატკივშინას“ პრესმდივანმა.
აღსანიშნავია, რომ პარტიამ ოფიციალური განცხადება საკუთარ ვებგვერდზეც გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები