მაკკეინი ობამას მოუწოდებს, უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის საპასუხოდ ქმედითი ნაბიჯები გადადგას

“შეშფოთებული ვარ, რადგან არსებობს რეალური საფრთხე, რომ ყირიმში რუსეთის ინტერვენცია სრულიად აღმოსავლეთ უკრაინაზე გავრცელდეს, – ამის შესახებ სენატორმა ჯონ მაკკეინმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
„პრეზიდენტმა ობამამ გუშინ განაცხადა, რომ უკრაინაში სამხედრო ინტერვენცია რუსეთს ძვირად დაუჯდება. ამ ეტაპზე, უკვე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან გააჟღეროს  კონკრეტულად რა მოჰყვება ამას რუსეთისთვის. პრეზიდენტმა უნდა სწრაფი და ქმედითი ნაბიჯები გადადგას.
მიმაჩნია, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ ძალის გამოყენება ცალსახად ეწინააღმდეგება ფედერალური ხელისუფლების  მიერ აღებულ ვალდებულებებს – დაიცვას და პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმის შეთანხმების ნაწილია. არც ერთი ჩვენთაგანს არ უნდა ეპარებოდეს ეჭვი, თუ რის ჩადენა შეუძლია პრეზიდენტ პუტინს უკრაინაში, მითუმეტეს, ახლა, როდესაც მან პარლამენტს ჯარების გაგზავნის შესახებ მიმართა და ეს უნდათ  არა მხოლოდ ყირიმში, არამედ უკრაინის სხვა ტერიტორიებზეც. ყოველი მომენტი, რომელზეც აშშ და ჩვენი მოკავშირეები სათანადო პასუხს ვერ ვცემთ, პრეზიდენტ პუტინისთვის აშკარა სიგნალია, რომ ის შეიძლება იყოს უფრო ამბიციური და აგრესიული უკრაინაში სამხედრო ინტერვენციისას.
ჩვენ სამხედრო ძალის გამოყენების გარეშეც გვაქვს არჩევანი. მოვუწოდებ პრეზიდენტ ობამას, შეკრიბოს ჩვენი ევროპელი და ნატო-ს მოკავშირეები, რათა მკაფიოდ დავაფიქსიროთ თუ რა დაუჯდება რუსეთს ასეთი აგრესიის ჩადენა”, – აღნიშნა მაკკეინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები