უკრაინაში საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავა
ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა – საბერძნეთი უკრაინაში ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს ევანგელოს ვენიზელოსს მიავლენს.
„ვენიზელოსი კიევში კვირას ჩავა. ის უკრაინაში საბერძნეთის სათვისტომოს ხელმძღვანელ პირებს შეხვდება“, – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო უწყებამ ოფიციალური განცხადება ტვიტერზე გამოაქვეყნა. თუმცა, განცხადებაში საბერძნეთის საგარეო უწყების პირველი პირის სხვა დაგეგმილი შეხვედრების შესახებ აღნიშნული არ არის.