"უკრაინაში სამხედრო ძალების შეყვანის გადაწყვეტილება პუტინს ჯერ არ მიუღია"

უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალების შეყვანის გადაწყვეტილება  ვლადიმერ პუტინს ჯერ არ მიუღია. ამის შესახებ  ინფორმაციას სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
„რუსეთის დუმის მოსაზრება უკვე ყველასთვის ცნობილია. საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი იღებს. ამ ეტაპზე ასეთი გადაწყვეტილება პუტინს არ მიუღია, – განაცხადა რუსეთის მთავრობის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.  მანვე  რუსული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში სიტუაცია კიდევ უფრო არ დაიძაბება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები