პუტინმა შესაძლოა აშშ-დან რუსეთის ელჩი გაიწვიოს

რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერმა  იური ვორობიოვმა საბჭოს საგანგებო სხდომაზე ბარაკ ობამას სიტყვების ციტირება მოახდინა, როდესაც მან თქვა: „რუსეთს ძვირად დაუჯდება ის პოლიტიკა, რასაც უკრაინასთან მიმართებაში ახორციელებს“. ვორობიოვის განცხადებით, ეს აშშ-ს პრეზიდენტის პირდაპირი მუქარაა.
„ობამამ წითელ ხაზს გადააბიჯა, მან რუსეთის მოსახლეობა შეურაცხყო“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.
მისი თქმით, მაიდანზე მყოფი პირები ბოევიკები არიან, რომლებიც ამ მოვლენებისთვის არამხოლოდ უკრაინაში, ლიტვასა და პოლონეთშიც ემზადებოდნენ. მათ ამერიკელი კონსტრუქტორები ეხმარებოდნენ.  ახლა ამ ადამიანებს  სურთ თავიანთი უკანონო მოქმედებები უკრაინის აღმოსავლეთის რაიონებისა და ყირიმისკენ მიმართონ.
„ამ სიტუაციაში, ვფიქრობ პრეზიდენტმა პუტინმა აშშ-დან  რუსეთის ელჩი დაუყოვნებლივ უნდა გამოიწვიოს“, – აღნიშნა იური ვორობიოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები