ყირიმში სროლის ხმა ისმოდა

   ტელეკომპანია “დოჟდის” ინფორმაციით, სიმფეროპოლში, ყირიმის უმაღლესი საბჭოს შენობასთან სროლის ხმა ისმოდა. ტელეკომპანიის ცნობით, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. სროლის ხმა მანამდე ისმოდა, სანამ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ფედერაციის საბჭოსადმი მიმართვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდებოდა. პუტინმა რუსეთის ფედერაციის საბჭოს უკრაინის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების შეყვანის თხოვნით დღეს მიმართა. “ექსტრაორდინარული ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც უკრაინაშია და საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების სიცოცხლეს, ასევე ემუქრება ჩვენს თანამემამულეებს, ყირიმში განლაგებულ რუს სამხედროებს, რუსეთის კონსტიტუციის 102 მუხლის 1 პუნქტის მიხედვით, შემომაქვთ მიმართა, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეირაღებული ძალების გამოყენებას გულისხმობს, ამ ქვეყენაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების დარეგულირებამდე”,- აღნიშნულია პუტინის მიმართვაში ფედერაციის საბჭოსადმი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები