ბრაზილიაში კარნავალი იწყება

  ბრაზილიური კარნავალი ყველასთვის კარგად ცნობილი დღესასწაულია, რომელიც, ყოველწლიურად ტარდება რიო – დე – ჟანეიროში. რამდენიმე საათში სამბადრომზე სამბას პირველი სკოლები გამოჩნდებიან. წლის ყველაზე მასშტაბური კარნავალისთვის  გენერალური რეპეტიცია უკვე გავლილია და კარნავალისთვის ყველაფერი მზადაა. პირველ დღეს სამბადრომზე სან პაულოს სკოლები მიიღებენ მონაწილეობას, ხვალ კი მათ რიოს მოცეკვავეები შეცვლიან. კარნავალთან დაკავშირებით რიო – დე – ჟანეიროში მილიონამდე ტურისტი ჩავიდა. დაკავებულია ქალაქის ყველა სასტუმრო. კარნავალში წელს სამბას 17 სკოლა მიიღებს მონაწილეობას. ზეიმი 4 დღეს გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები