უკრაინელს სამარშრუტო ტაქსში მილიონი მოჰპარეს

   მოსკოვში, სამარშრუტო ავტობუსში, უცნობმა პირებმა 23 წლის უკრაინელს ერთი მილიონი რუბლი მოპარეს.
როგორც რუსეთის კვლევის საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სამარშრუტო ავტობუსის მძღოლს ოთხმა პირმა გაჩერება სთხოვა. როდესაც მიკროავტობუსი გაჩერდა, უცნობმა პირებმა ერთ მგზავრს სახეში წიწაკის ხსნარი შეასხეს და ფეხში დანა დაარტყეს. ჩანთა მოიპარეს და გაიქცნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები