ყირიმის სტატუსზე რეფერენდუმი 30 მარტს გაიმართება

  ყირიმის ავტონომიის სტატუსზე რეფერენდუმის ჩატარების თარიღად 30 მარტი განისაზღვრა,- ამის შესახებ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ სერგეი აქსენოვმა განაცხადა.
“შექმნილი ვითარებიდან და აუცილებლობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, დავაჩქაროთ ყირიმის ავტონომიის სტატუსზე რეფერენდუმის ჩატარება. ამიტომ რეფერენდუმი 30 მარტს დავნიშნეთ”, – განაცხადა აქსენოვმა.
რეფერენდუმზე ყირიმის მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, ყირიმი უკრაინის შემადგენლობაში ავტონომიური რესპუბლიკის თუ დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსით დარჩება, თუ რუსეთის შემადგენლობაში შევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები