როგორ ცხოვრობენ და რა ქონებას ფლობენ ევრომაიდნის ლიდერები

    ვიქტორ იანუკოვიჩის „მეჟიგორიეს“ რეზიდენცია უკვე ყველა მსურველმა ნახა. მათი რეაქცია ერთია: ისინი ოხრავენ. ესაა ადგილი, სადაც ბევრი ოქრო, ტბა, შადრევანი, ზოოპარკია მოწყობილი, მაგრამ ვიქტორ იანუკოვიჩის სიმდიდრე და ფუფუნება უბრალოდ არაფერია უკრაინის ექსგენპროკურორ ვიქტორ პშონკის სახლთან შედარებით. მას ალმასის საცავი, ოქროს კვერცხები, ანტიკვარიატი და წმინდანთა ნაპოვნი სიწმინდეებიც კი აღმოაჩნდა. კორუმპირებული მაღალჩინოსნები პოსტებზე გუშინდელმა ოპოზიციონერებმა ჩაანაცვლეს. სახალხო ნდობის ჯგუფი ჩამოყალიბდა. ახლად მოსული „ოქროს ხალხი“ ხალხზე იფიქრებს. საზოგადოებისთვის ალბათ საინტერესოა, როგორ ცხოვრობენ თავად ისინი.
შევიხედოთ ევრომაიდნის ლიდერთა სახლებში. დავიწყოთ იულია ტიმოშენკოთი. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები აქტიურად წერენ, რომ მის ოჯახს სახლების მთელი კოლექცია აქვს! ის, რასაც თქვენ ფოტოზე მარცხნივ ხედავთ, არის მყუდრო ბუდე დამბაზე (კიევის ე.წ. სამხრეთ აღმოსავლეთით ტერიტორიაზე). ელიტურ სოფელში იულია ტიმოშენკო 2006 წელს დასახლდა. მისი სახლის ფართობი 450 კვადრატული მეტრია, მაგრამ მისი სიდიადე ეს როდია. ამავე სოფლის ბოლოს, დნეპრის სანაპიროზე, ყოფილ პრემიერს საკუთარი პლაჟი აქვს. იქვე ახლოს ლამაზ მაღალღობიან ვილაში ტიმოშენკოს ქალიშვილი ევგენია ცხოვრობს (მისი სახლი ფოტოზე მარჯვნივ, ქვედა მხარეს არის გამოსახული). ორ ზედა ფოტოზე მათი ოჯახის სახლია დნეპროპეტროვსკის ცენტრში. 6491886 (1)მარჯვენა მხარეს, ზევით იულიას დედის და დის სახლის ფოტოა. მეორე სახლი, მარჯვნივ, იულიას ბიძაშვილის საკუთრებაშია. იულიას თავისი სახლიდან დედის სახლთან საერთო დამაკავშირებელი შიდა ეზო აქვს. მათ შორის კი მოულოდნელად სოკოსავით, პირდაპირ ამ ორ სახლს შორის, ახალი მესამე სახლი „წამოიზარდა“.
ახლა კი ვიტალი კლიჩკოს სახლიც დავათვალიეროთ. კლიჩკო კიევის ცენტრში, ექვსსართულიან სახლში ცხოვრობს. ბინის ფართობი 225 კვადრატული მეტრია. შარშან, შემოდგომისას, პარტია „უდარის“ თავმჯდომარეს ჟურნალისტი ეწვია. შთაბეჭდილების ქვეშ მყოფი ჟურნალისტი ჰყვებოდა, რომ ცნობილ ბოქსიორს სახლში სამი საცხოვრებელი დონე აქვს მოწყობილი. მას აქვს ექვსი საცხოვრებელი ოთახი, ოთხი სველი წერტილით და აბაზანით. ორ სასტუმრო ოთახს შორის ძალიან ძვირფასი იატაკითა და გამჭვირვალე მინებით მოწყობილია ბიბლიოთეკა. უკრაინელი ბლოგერები წერენ იმაზეც, რომ ეს მდიდრული ბინა ჩემპიონის მთავარი საცხოვრებელი ბუდე არ არის. 6491947მათი განცხადებით, მას დედაქალაქში კიდევ 5 ბინა აქვს. მისი ძირითადი საცხოვრებელი კი, გავრცელებული ინფორმაციით, ჰამბურგშია. თუმცა, თუ ოფიციალურ დეკლარაციას დავუჯერებთ, ის კიევში, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე არსებულ 225 კვადრატული მეტრის ფართობის ბინას ფლობს.
ახლა კი უკრაინის ახლად გამომცხვარი პრემიერის არსენ იაცენიუკის სახლში გავემგზავროთ. ის „ახალ პეტროვცებზე“, იანუკოვიჩის „მეჟიგორიეს“ რეზიდენციასთან ახლოს ცხოვრობს. მიხვიდე სტუმრად იაცენიუკთან იგივეა, რომ რაიმე საიდუმლო ობიექტს მიუახლოვდე. რაც უფრო ახლოს მიდიხარ სახლთან, მით მეტ დაცვას აწყდები. ამის ერთგვარი მიზეზი პრეზიდენტთან ახლოს ცხოვრებაც იყო.6491953 (1) უკრაინელი ჟურნალისტების განცხადებით, 2 -სართულიან კოტეჯში ცხოვრობს, რომლის ფართიც 160 კვადრატულ მეტრს შეადგენს. სახლთან ახლოს არის დაცვის პუნქტი, პატარა ქოხი. აქვეა აუზი, ბაღი, საბავშვო სპორტული მოედანი, დეკორატიული ხიდი და სასტუმრო სახლი სტუმრებისთვის, სულ 114 კვადრატული ფართობის.რაც შეეხება უკრაინელ პოლიტიკოსსა და ბიზნესმენ პიოტრ პოროშენკოს, ის „თეთრ სახლში“ ცხოვრობს. პოროშენკო „მეჟიგორიეში“ ტიმოშენკოს მეზობელია, მისი სახლის გვერდით კი სტუმრებისთვის კიდევ ერთი სახლია. 6491954 (1)
2013 წლის „ფორბსის“ მონაცემებით, პოროშენკოს კაპიტალი მილიარდ 800 მილიონს შეადგენდა, რის წყალობითაც მან უკრაინის მილიარდერთა სიაში მეხუთე ადგილი დაიმკვიდრა.6491955 (1) რაც შეეხება მემარჯვენე სვაბოდის ლიდერს – ოლეგ ტიაგნიბოკს, სახლი, საერთო ფართობით 116 კვ. მეტრი ლვოვში აქვს. უკრაინული მედიის ინფორაციით, მან ცოტა ხნის წინ საცხოვრებელ სახლში რამდენიმე სარდაფის პრივატიზება მოახდინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები