ყირიმში მდგომარეობა უკიდურესად დაძაბულია
უკიდურესად დაძაბულია მდგომარეობა ყირიმში. ადმინისტრაციული შენობები კვლავ დაუდგენელ სამხედრო პირებს აქვთ დაკავებული.
უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა რუსეთი სამხედრო პროვოკაციაში უკვე ღიად დაადანაშაულა. უკრაინაში არსებული მდგომარეობა განიხილეს გაეროს უშიშროების საბჭოში. საბჭომ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას დაუჭირა მხარი.
კიდევ ერთი განცხადება გააკეთეს შეერთებულ შტატებში. ბარაკ ობამას თქმით, უკრაინაში დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობას სერიოზული შედეგები მოჰყვება.