ყირიმელი თათრების მეჯლისმა კიროვის სამხედრო აეროპორტი დაიკავა

  ყირიმელი თათრების მეჯლისმა ყირიმში, წუხელ გვიან ღამით კიროვის სამხედრო აეროპორტი დაიკავა,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
“კიროვის სამხედრო აეროპორტი დავიკავეთ. სამხედროებით დატვირთული 16 სამხედრო სატვირთო მანქანა აეროპორტის ტერიტორიაზე შევიდა”, – განაცხადა ყირიმელი თათრების მეჯლისის პრესმდივანმა ლეილა მუსლიმოვამ.
მედიის ინფორმაციით, ყირიმში, “სიმფეროპოლის” აერპორტი ამ დრომდე არ იღებს რეისებს, ყირიმის საჰაერო სივრცე კი ბლოკირებულია. ყირიმის პარლამენტმა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი სპეცდანიშნულების რაზმი “ბერკუტი” შექმნა, რომელიც უშუალოდ ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკას დაექვემდებარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები