„ბერკუტი“ ყირიმში საზოგადოებრივ წესრიგს უზრუნველყოფს
ყირიმის უმაღლესმა საბჭომ საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად სპეცდანაყოფი „ბერკუტი“ შექმნა. სპეცდანაყოფი მხოლოდ ყირიმის ხელისუფლებას დაემორჩილება,- ამის შესახებ საბჭოს ვიცე პრემიერ-მინისტრმა რუსტამ ტემირგალიევმა განაცხადა.
„წუხელ გვიან ღამით, მე „ბერკუტის“ მებრძოლებს შევხვდი და მოვილაპარაკეთ შეგვექმნა სპეცდანაყოფი, რომელიც ყირიმელი ხალხის უსაფრთხოებაზე იზრუნებს. „ბერკუტი“ მხოლოდ ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებას დაემორჩილება. უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა უკვე შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს“,- განაცხადა ტემირგალიევმა.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანაყოფი „ბერკუტი“ შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის არსენ ავაკოვის ბრძალებით 26 თებერვალს გაუქმდა.