რუსი მფრინავი, რომელიც საქართველოს ბომბავდა, ავიაკატასტროფაში დაიღუპა
რუსეთში სამხედრო ავიალაინერის ერთ-ერთი მფრინავი იგორ კუკარცევი, რომელიც 2008 წელს, აგვისტოს ომში საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა, ავიაკატასტროფისას დაიღუპა.
სამხედრო ავიალაინერი Су-24 ვოლგოგრადის რაიონში გუშინ, დღის მეორე ნახევარში ჩამოვარდა. უბედური შემთხვევის თვითმხილველები ადგილობრივი მეთევზეები გახდნენ. მათი ინფორმაციით, თვითმფრინავმა წონასწორობა დაკარგა, შემდეგ კი ჰაერში აფეთქდა. აღსანიშნავია ისიც, რომ სამხედრო ავიალაინერი Су-24, საქართველოს გარდა, ლიბიისა და სირიის საბრძოლო მოქმედებებშიც მონაწილეობდა.