უკრაინა რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს

  უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთს საპროტესტო ნოტა გადასცა. უკრაინა რუსეთის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევასთან და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის შესახებ შეთანხმების დაუცველობას აპროტესტებს. ინფორმაციას „ლიგა.ნეტ“-ი ავრცელებს.
სამინისტროში აღნიშნეს, რომ უკრაინას რუსეთისთვის რაიმე სახის თხოვნით არ მიუმართავს, რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის გამოყენების თაობაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, ანტიტერორისტული ან სხვა ძალისმიერი ზომების გამოყენებასთან დაკავშირებით.
გუშინ სამოყვარულო კამერით გადაღებული ვიდეო მასალა გავრცელდა. მასში დაფიქსირებულია სამხედრო ვერტმფრენების, სავარაუდოდ “მი-24” ტიპის მფრინავი საშუალებების გადაფრენა ბელბეკის აეროპორტის მიმართულებით, რომელიც სიმფეროპოლიდან 25 კილომეტრში მდებარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები