ჯოკია ბოდოკიას აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსისთვის ჯოკია ბოდოკიასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეუფარდების თაობაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. რა სახის აღმკვეთი ღონისძიება შეეფარდება ბოდოკიას, მოსამართლემ დღეს უნდა გადაწყვიტოს. პროკურატურა პატიმრობას, დაცვის მხარე კი გირაოს ითხოვს.
ბრალდებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს და გამოძიებას ჩვენებას არ აძლევს. პროკურატურა ბოდოკიას განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღებას ედავება. – საუბარია 180 ათას დოლარზე – გამოძიების ვერსიით, მან მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 50 000 დოლარი წინასწარ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები