დონბასში აფეთქების შედეგად სამი მცირეწლოვანი გარდაიცვალა

დონბასში მომხდარ აფეთქებას სამი მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. სამივე მათგანი 12 წლამდე ასაკის იყო. უკრაინული სააგენტო “პროიშოდიტ.რუ”იუწყება, რომ ღამის 11 საათზე სეპარატისტებმა ცეცხლი სამ საცხოვრებელ სახლს გაუხსნეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არიან დაჭრილებიც, თუმცა დაშავებულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაღუპულია დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სამხედრო ქვედანაყოფის ერთ-ერთი გენერალი ალექსანდრე ლიგუტა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები