ჯონ ქერი: თუ რუსეთი მინსკის ხელშკრულებით დადგენილ პირობებს შეასრულებს, სანქციები შეწყდება
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეჩერდება, თუ ის მინსკში მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას შეასრულებს. განცხადება ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. ის მოხარულია, რომ კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა სამშვდობო შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა იმასაც აცხადებს, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს სეპარატისტებისთვის დახმარების გაწევა და დოკუმენტით გაწერილი ვალდებულებები პირნათლად შეასრულოს. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, უცხოურმა ჯარებმა უკრაინის ტერიტორია 2 კვირის განმავლობაში უნდა დატოვონ. ეუთო ჯარების გაყვანის პროცესს მონიტორინგს გაუწევს.