პენტაგონის ახალი მმართველი ეშტონ კარტერი გახდა
პენტაგონს ახალი მმართველი ჰყავს. ეშტონ კარტერი ამერიკის სენატმა უმრავლესობით აირჩია. თავდაცვის სამინისტროში, მის უმაღლეს თანამდებობაზე დანიშვნას 100- დან 93-მა სენატორმა მისცა ხმა. როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტო “ტასი” იუწყება, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ შეცვლის უკრაინის მიმართ არსებულ საგარეო პოლიტიკას, მაშინ პენტაგონის ახალი ლიდერი უკან არ დაიხევს და უკრაინას სამხედრო შეიარაღებას მიაწვდის.