პეტერბურგში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს


სანქტ-პეტერბურგის პოლიციამ საქართველოს მოქალაქე, 35 წლის ე.წ. კანონიერი ქურდი ლექსო ლოგუა დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას crimerussia.ru რუსეთის შსს-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ლოგუა სანქტ-პეტერბურში, რესტორან „მარტენში“ დააკავეს. ჩხრეკისას ე.წ. კანონიერ ქურდს ყალბი მართვის მოწმობა და 5 გრამი ჰეროინი აღმოაჩნდა.
ლოგუა კრიმინალურ წრეებში „ლექსო გალსკის“ სახელითაა ცნობილი. გამოცემის ინფორმაციით, ლოგუა რუსეთის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებოდა, რადგანაც 2011 წელს მას რუსეთში შესვლა აეკრძალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები