გიორგი გოგაძე: ჟვანიას საქმეზე ინტენსიური გამოძიება მიმდინარეობს
ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაცია ჩატარდება, თუმცა, როდის, უცნობია. მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, ზურაბ ჟვანიას საქმის დეტალების გახმაურებისგან თავს იკავებს. გოგაძე მხოლოდ იმას ამბობს, რომ გამოძიება გრძელდება.
“ამ საქმეზე მიმდინარეობს ინტესიური გამოძიება და მუშაობა. არ მივეკუთვნები იმ პროკურორთა რიგებს, რომლებიც წინასწარ ამბობენ, თუ როდის დაიდება შედეგი, რაც, ფაქტრობრივად, შეუძლებელია. თუმცა, გიდასტურებთ, რომ ინტენსიურად ვმუშაობთ და ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქმე, რასაც საქართველოს მთავარი პროკურატურა იძიებს”,- განაცხადა გიორგი გოგაძემ.