შს მინისტრის გადაწყვეტილებით, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულება გასაჯაროვდა
შს სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრ ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, შსს-ს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დანაყოფის – კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულება გასაჯაროვდა.
“ვინაიდან სამინისტროს პრიორიტეტია ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრება, მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, გაითვალისწინოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების რეკომენდაცია სხვადასხვა დანაყოფის დებულებების გასაჯაროებაზე. დებულება უკვე გამოქვეყნებულია „საკანონმდებლო მაცნეში“, – აცხადებენ შსს-ში.