ჯოკია ბოდოკიას ბრალს დღეს წაუყენებენ
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსს ჯოკია ბოდოკიას ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ. მომდევნო 24 საათის განმავლობაში კი სასამართლო აღკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე იმსჯელებს.
ბოდოკიას ადვოკატი ე.წ. მოდულის შენობაში გვიან ღამით იმყოფებოდა. ადვოკატის განცხადებით, ბოდოკია თავს დამნაშავედ არ ცნობს.