შსს-მ იმერეთში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ტყიბულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, 1996 წელს დაბადებული თამაზ ჭ, 1998 წელს დაბადებული უშანგ კ, 1998 წელს დაბადებული გია გ, და 1999 წერს დაბადებული ანზორ ფ. დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2014 წლის 27 ნოემბერს ტყიბულის რაიონის სოფელ კურსებში ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ანდრო კაკაბაძის ოჯახი დააყაჩაღეს. ოჯახში კაკაბაძე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. ორივე მათგანს ხელ-ფეხი შეუკრეს, ოჯახიდან ფული გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულები, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტყიბულში დააკავეს. ოთხივე მათგანი აღიარებს დანაშაულს. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს.