შვეიცარიამ უკრაინის ყოფილი მინისტრების საბანკო ანგარიშები დაბლოკა
შვეიცარიამ უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის ყოფილი შემსრულებლის სერგეი არბუზოვის, ყოფილი პრემიერის ნიკოლაი აზაროვის, იუსტიციის, ჯანდაცვის, მინისტრებისა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების საბანკო ანგარიშები და ქონება დაბლოკა. დაბლოკილთა სიაში სულ 20 მაღალჩინოსანი და პოლიტიკოსია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი სია შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალური მთავრობის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა.