ქუთაისის მერმა პროკურატურას მიმართა

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ სამშენებლო კომპანია „იბერიის ვარსკვლავის“ წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა.

ადგილობრივი მთავრობა დაინტერესებულია, სამართალდამცავებმა გამოიკვლიონ, თუ რამდენად კანონიერად გადაეცა ამ კომპანიას 2007 წელს ქუთაისში 1300 კვადრატული მიწის ფართობი.

მერიაში აცხადებენ, რომ კომპანიას ასევე ჰქონდა მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის, სპეცავტომობილის შეძენის (რომელიც დასუფთავების სამსახურს უნდა გადასცემოდა) და სხვა ვალდებულებები.


მურღულიას თქმით, “იბერიის ვარსკვლავმა“ არათუ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, იჯარის ფულსაც კი არ იხდიდა. მერია პროკურატურას იმის გარკვევაში სთხოვს დახმარებას, თუ რატომ გაქრა 2010 წელს ეს ფინანსური ვალდებულებები ხელშეკრულებაში.

“2007 წელს კომპანია „იბერიის ვარსკვლავს“ ქალაქში საუკეთესო ადგილები პირდაპირი განკარგვის წესით გადაეცა. ვალდებულებებში საკმაოდ დიდი ინვესტიცია უნდა ჩაედო, თუმცა 2010 წელს ვალდებულება მოუხსნეს, ქონება კი დაუტოვეს. ჩვენ შევისწავლეთ აღნიშნული ფაქტი და ვფიქრობთ, ამ ქმედებამ ქალაქი დააზარალა. ამიტომ მივმართავთ პროკურატურას“,- განაცხადა შოთა მურღულიამ.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში მერიისა და მერის დისკრედიტაციის მიზნით სპეკულირებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები