ბატალიონი „ვოსტოკი“ ყირიმში რუსების ინტერესებს დაიცავს
ბატალიონ „ვოსტოკის“ მებრძოლები ჩეჩენი ხალხის ინტერესების დასაცავად ყირიმში საბრძოლველად მიდიან. ჩეჩნეთის პრეზიდენტ კადიროვის განცხადებით, ჩეჩნები ყირიმში საკუთარ ინტერესებს დაიცავენ, მით უმეტეს, რომ მათი და რუსეთის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. ყირიმში ერთმანეთს ძველი მტრები შეხვდებიან – მარჯვენა სექტორის „ბოევიკები“, იგივე უკრაინული დაჯგუფება, რომელიც ჩეჩნეთის ომის დროს დუდაევს ემხრობოდა და რუსეთის მხარეს მებრძოლი ბატალიონი „ვოსტოკი“. ამიტომ საომარი მოქმედებების დაწყება გამორიცხული არ არის.