N 17 ციხის დირექტორი ახალ წელს მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს

სასჯელაღსრულების სამინისტროს N17 საპატიმრო დაწესებულების დირექტორი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავეს, – აღნიშნულის შესახებ მღებრიშვილის უწყებაში განაცხადეს.
მათივე ინფორმაციით, საქმე 2015 წლის 1 იანვარს დაწესებულებაში განხორციელებულ ძალადობრივ ფაქტს ეხება, რა დროსაც პატიმართა ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება მოხდა.
სამინისტროს ცნობით, ინციდენტში მონაწილე 7–ვე პირი პასუხისგებაში სსკ–ის 144–ე მუხლით მიეცა, დირექტორის მიმართ კი გამოძიება სსკ–ის 332–ე და 124–ე მუხლებით მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება და იგი ბრალს არ აღიარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები