„უნდა დარჩეს თუ არა ტიმოშენკო პოლიტიკაში, ამას უკრაინელი ხალხი გადაწყვეტს“

    უკრაინელი ხალხი გადაწყვეტს, უნდა მონაწილეობდეს თუ არა უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაში იულია ტიმოშენკო,- ამის შესახებ ვიქტორ იანუკოვიჩმა რასტოვ და დონუში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „არ ვიცი, მიიღებს თუ არა ის არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ ვფიქრობ, ამ ქმედებაზე უკრაინელი ხალხი პასუხს ასე გასცემს – იყოს თუ არა ის უკრაინის პოლიტიკაში. რაც შეეხება მისი სისხლის სამართლის საქმეს, ის უკრაინის სასამართლომ გაასამართლა და გადაწყვეტილებაც მიიღო. მისი გათავისუფლების საკითხი სამართალმცოდნეების სამსჯელოა. რაც შემეხება მე, მისთვის ცუდი არასდროს მდომებია და არც არაკორექტულად მომიხსენიებია ოდესმე“,- განაცხადა ვიქტორ იანუკოვიჩმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები