ვიქტორ იანუკოვიჩი: ყირიმი უკრაინის შემადგენლობაში უნდა დარჩეს

     უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის განცხადებით, ყირიმი უკრაინის შემადგენლობაში უნდა დარჩეს,- ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. „ვფიქრობ, ის, რაც ახლა ყირიმში ხდება, კიევის მოვლენების გამოძახილია. ბუნებრივია, ყირიმელებს ნაციონალისტი ბანდიტების დამორჩილება არ სურთ “, – განაცხადა ვიქტორ იანუკოვიჩმა. მისი თქმით, ძალიან მარტივია უბრალო ხალხის სურვილს ჩაწვდე, და რომ ყირიმელები დღეს საკუთარ სახლებსა და ოჯახებს იცავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები