იანუკოვიჩი პუტინის დუმილით გაკვირვებულია

   უკრაინის ექსპრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან მიმართებაში რუსეთის პრეზიდენტის დუმილით გაკვირვებულია,- ამის შესახებ მან რასტოვ და დონუში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ვიცი რა ვლადიმერ ვლადიმეროვიჩის ხასიათი, ნამდვილად გაკვირვებული ვარ მისი დუმილით, რადგან მას ამ დრომდე უკრაინის პროცესებზე კომენტარი არ გაუკეთებია“,- განაცხადა ვიქტორ იანუკოვიჩმა. მისი თქმით, მას ჯერ არ მისცემია ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის საშუალება და არც იმ ინფორმაციას ფლობს, თუ როდის შედგება შეხვედრა მათ შორის. მისი განცხადებით, პუტინისა და იანუკოვიჩის შეხვედრა პუტინის გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები