რომეო ფარულავამ ე.წ. მოდულის შენობა დატოვა

კრწანისის რაიონის გამგებლის ყოფილმა მოადგილემ სამსაათიანი დაკითხვის შემდეგ ე.წ. მოდულის შენობა დატოვა. ფარულავა მოწმის სტატუსით იყო დაბარებული. მისი თქმით, გამოძიებას კითხვები იმ შუალედური დასკვნის შესახებ ჰქონდა, რომელიც საკრებულოს სარევიზიო კომისიამ მოამზადა. ანტიკორუფციული სამსახურის წარმომადგენლები კრწანისის გამგეობაში ფარულავას საქმიანობითაც დაინტერესდნენ.
თავად ფარულავა მის დაკითხვას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს. ცნობილია, რომ კრწანისის გამგებლის ყოფილი მოადგილე გამოძიების კითხვებს ხვალაც უპასუხებს. ის ე.წ. მოდულის შენობაში 12 საათზეა დაბარებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები