საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს უფროსმა აკაკი ხასაიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
რა მიზეზით დატოვა თანამდებობა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს უფროსმა ჯერჯერობით უცნობია.