იანუკოვიჩი: უკრაინაში მსხვერპლი დასავლეთის უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგია

    ვიქტორ იანუკოვიჩის განცხადებით, უკრაინაში მსხვერპლი დასავლეთის უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგია,- ამის შესახებ მან დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მსხვერპლი პოლიტიკური კრიზისით იყო გამოწვეული და დასავლეთის უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგია. მაგრამ უკრაინა ძლიერი ქვეყანაა. ჩვენ აუცილებლად გამოვალთ ამ ჩიხიდან“,- განაცხადა ვიქტორ იანუკოვიჩმა. მისი თქმით, აუცილებლად უნდა გაიცეს ბრძანება, რომ მომიტინგეებმა ჩააბარონ იარაღი, გათავისუფლდეს ქუჩები და მოედნები, რათა ხალხმა ნორმალურად ცხოვრება შეძლოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები