პროკურორი: ექსპერტმა ლევან ჩაჩუამ აღიარა, რომ მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულა

ზურაბ ჟვანიას საქმის პროკურორის რევაზ ნადოის შეფასებით, ლევან ჩაჩუამ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში, ფაქტობრივად, აღიარა, რომ არაჯეროვნად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა და ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის გვამები სრულფასოვნად არ დაათვალიერა.
„მან ბევრი ილაპარაკა იმაზე, თუ რა წარმატებულად შეასრულა თავისი მოვალეობები, თუმცა ერთ მარტივ კითხვაზე მან გასცა ისეთი პასუხი, რომელიც მე პრაქტიკულად აღიარებად მიმაჩნია. მან პიროვნულად მეტი პრიორიტეტი მიანიჭა ბიომასალის დალუქვას და არა გვამებთან მუშაობას, რაც ასახულია კიდეც ვიდეომასალაზე. ექსპერტის პირდაპირი მოვალეობაა, რომ მან უშუალოდ იმუშაოს გვამებთან და თითოეულის საეჭვო უბანი და დაზიანება გამოიკვლიოს”, – განაცხადა პროკურორმა.
აღნიშნულის საპირისპიროდ, ბრალდებულის ადვოკატმა ზურაბ ტაბიძემ აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის დღევანდელი ჩვენებით გაბათილდა ის ბრალდება, რომელიც ლევან ჩაჩუას წარდგენილი აქვს. კერძოდ, ადვოკატის განცხადებით, ჩვენებით არ დასტურდება, რომ ექსპერტმა არაჯეროვნად შეასრულა საკუთარი მოვალეობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები