ლევან ჩაჩუა: აბსოლუტურად პირნათელი ვარ ნებისმიერი ადამიანისა და პროფესიული მოვალეობის წინაშე

საქალაქო სასამართლოში ექსპერტი ლევან ჩაჩუა იკითხება. როგორც ლევან ჩაჩუამ სხდომის დარბაზში განაცხადა, იგი აბსოლუტურად პირნათელია ნებისმიერი ადამიანის წინაშე. მისი თქმით, არც ჟვანიას და არც მასთან ერთად გარდაცვლილი უსუპოვის ცხედრებზე ექსპერტიზის ჩატარების დროს გარეგანი დაზიანება არ შეუნიშნავს. ჩაჩუამ დაკითხვისას ისიც აღნიშნა, რომ ჟვანიას ქვედა ტუჩზე, მარცხენა მხარეს აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ნაჭდევი, ხოლო ქვედა ტუჩზე – სუსტი მცირე სახის სისხლჩაქცევა, რის საფუძველზეც დასკვნაში მიუთითა, რომ ეს დაზიანება სიკვდილის შემდეგ მიაყენეს. „აბსოლუტურად პირნათელი ვარ ნებისმიერი ადამიანისა და პროფესიული მოვალეობის წინაშე. ჩავატარე სრულყოფილი ექსპერტიზა, რომელზეც პასუხს ვაგებ. გვამი სრულყოფილად გამოვიკვლიე და შევასრულე გამოძიებას მოცემული ყველა დავალება”, – განაცხადა ჩაჩუამ და აღნიშნა, რომ ჟვანიასა და უსუპოვის გვამებს არავითარი გარეგანი დაზიანება არ აღენიშნებოდა.
მისი თქმით, გარდაცვალების მიზეზი გახდა CO, რაც „ფე-ბე -ერის“ დასკვნითაც დადასტურებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები