„უკრაინაში მხოლოდ უსაფრთხოების მყარი გარანტიების მიღების შემდეგ დავბრუნდები“

  უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ქვეყანაში მხოლოდ მაშინ დაბრუნდება, თუ უსაფრთხოების მყარ გარანტიას მიიღებს,- ამის შესახებ მან რასტოვ და დონუში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ის არ აპირებს ყირიმში შექმნილი სიტუაციის გამო ვინმეს სამხედრო მხარდაჭერა სთხოვოს. ყირიმის მდგომარეობის შეფასებისას იანუკოვიჩმა დარწმუნებით განაცხადა, რომ უკრაინა ერთიანი დარჩება. მისი თქმით, დაუშვებელია ნებისმიერი სამხედრო მოქმედება ან მსგავსი მცდელობა ყველგან, განურჩევლად ქვეყნის რეგიონისა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები