უკრაინის პროკურატურამ შესაძლოა, რუსეთს იანუკოვიჩის ექსტრადირების მოთხოვნით მიმართოს

     იმ შემთხვევაში, თუ ოფიციალურად დადასტურდა, რომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი რუსეთში იმყოფება, უკრაინის გენერალური პროკურატურა აპირებს რუსეთს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ექსტრადირების მოთხოვნით მიმართოს. 2014 წლის 25 თებერვალს იანუკოვიჩსა და რამდენიმე ყოფილ მაღალჩინოსანზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მათ ბრალად ედებათ მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი მკვლელობა. გარდა ამისა, დღეს ვიქტორ იანუკოვიჩი მოსკოვის დროით 17:00 საათზე პრესკონფერენციას გამართავს, პირდაპირ ეთერში კი ტელეარხი “Россия 24″ და ვებგვერდი ” Вести” გადასცემს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები