რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი 65 000 ლარით დაჯარიმდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახურისა და საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა ფოთის საზღვაო ნავმისადგომთან რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი „NEFTERUDOVOZ-21M“-ი 65 000 ლარით დააჯარიმეს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის დროშით მცურავმა გემმა ზღვაში სამეურნეო-ფეკალური წყლები ჩაღვარა. ფოთის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევს დააკისრა როგორც ჯარიმის, ასევე გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდა, რომელიც 594 ლარს შეადგენს.
გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს ჯარიმისა და ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები