„შეიარაღებულმა პირებმა უკრაინის ქუჩები უნდა დატოვონ“

    უნდა მოიხსნას ბლოკირება ყველა ქუჩიდან, სკვერიდან და მოედნიდან. შეიარაღებულმა პირებმა კიევის ქუჩები უნდა დატოვონ,- ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. „დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს უკანონო იარაღის ჩამორთმევა და უკანონოდ დაკავებული ადმინისტრაციული და საზოგადოებრივი დაწესებულებების გათავისუფლება. უკრაინის მოსახლეობა ცხოვრების ჩვეულ რიტმს უნდა დაუბრუნდეს. ეს ეხება როგორც კიევს, ისე უკრაინის სხვა რეგიონებს. აუცილებლად გასათვალისწინებელია უკრაინის ყველა რეგიონის ინტერესები“,- განაცხადა ვიქტორ იანუკოვიჩმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები