წუხელ ბათუმში სატვირთო ავტომობილები გაქურდეს – ფაქტზე გამოძიება დაიწყო
წუხელ ბათუმში სატვირთო ავტომობილები გაქურდეს. “კამაზის” ტიპის ავტომობილები ორბელიანისა და ჯავახიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, ღია ავტოსადგომზე იყო გაჩერებული. რამდენიმე მანქანას აკუმულატორები ამოაცალეს.
მძღოლებმა მომხდარის შესახებ დილით, მას შემდეგ შეიტყვეს, რაც სამუშაოდ გასვლა დააპირეს. მათ ადგილზე პატრული გამოიძახეს.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.