უცნობმა პირებმა ბიბლიოთეკიდან კომპიუტერული ტექნიკა წაიღეს

ქუთაისში უცნობმა პირებმა ბიბლიოთეკა გაქურდეს და კომპიუტერული ტექნიკა წაიღეს.
ბიბლიოთეკის თანამშრომლების ინფორმაციით, მათ დღეს დილით შენობის კარი ღია დახვდათ, შენობაში არსებული ტექნიკა კი წაღებული იყო.
შსს განცხადებით, საქმე 177-ე მუხლით არის აღძრული, რაც ქურდობას გულისხმობს. მიმდინარეობს ოპერატიული ღონისძიება დანაშაულში ეჭვმიტანილი პირების დასადგენად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები