ტიმოშენკო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

   უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, – ამის შესახებ ტიმოშენკომ პარტია “უდარის” ლიდერს ვიტალი კლიჩკოს განუცხადა. მისი თქმით, მას ტიმოშენკო დაუკავშირდა და უთხრა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. კლიჩკო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იგი თავადაც იყრის კენჭს პრეზიდენტობაზე. “ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ განვაცხადე უმაღლესი რადის ტრიბუნიდან, რომ კენჭს ვიყრიდი. არ ველოდით, რომ ვადამდელი კამპანია იქნებოდა, მაგრამ ჩემი გეგმები არ შეცვლილა. გუშინწინ იულია ტიმოშენკოს დავუკავშირდი და მითხრა, რომ თავადაც აპირებს 25 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას”, – აღნიშნა კლიჩკომ. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2014 წლის 25 მაისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები