ვიქტორ იანუკოვიჩი: უკრაინისთვის ბრძოლას ვაგრძელებ

     მე ვაპირებ, გავაგრძელო ბრძოლა მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს, ძალადობრივი გზით მოიპოვოს კონტროლი ქვეყანაზე,- ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა რასტოვ ნა დონუში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. იანუკოვიჩის განცხადებით, ის იძულებული გახდა, ქვეყანა თავისი სურვილის წინააღმდეგ დაეტოვებინა, რადგან მას ოჯახის წევრებისა და ახლობლების ფიზიკური განადგურებით ემუქრებოდნენ. მისივე თქმით, უკრაინაში მდგომარეობის დაძაბვა გამოიწვია იმან, რომ ოპოზიციამ მის მიერვე ხელმოწერილი შეთანხმების შესრულებაზე უარი განაცხადა.
„დავტოვე ქვეყანა იმის გამო, რომ სხვა გზა უბრალოდ არ დამრჩა. მე მუდმივად მუქარის ქვეშ ვიყავი. რადიკალები ჩემი ოჯახისა და უახლოესი ადამიანის განადგურებით მემუქრებოდნენ. როგორც იცით, უკრაინის მმართველობა ხელთ ჩაიგდეს ნაციონალისტ – ფაშისტურმა ძალებმა. არსებული სიტუაციიდან გამოსავალია, რომ ოპოზიციას შეესრულებინა ის დანაპირები, რასაც თავადვე მოაწერა ხელი და რაშიც საფრანგეთის, პოლონეთის, გერმანიის საგარეო საგარეო საქმეების მინისტრები და რუსეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მოლაპარაკებების თანახმად, 2014 წლის სექტემბრიდან იწყებოდა საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის შემდეგაც პრეზიდენტს უფლებამოსილება საკანონმდებლო ორგანოს სასარგებლოდ შეეზღუდებოდა. ამავე წლის დეკემბერში უნდა გამართულიყო საპრეზიდენტო არჩევნები და მიღებულიყო ახალი კონსტიტუცია“,- განაცხადა ვიქტორ იანუკოვიჩმა.
იანუკოვიჩს აუცილებლად მიაჩნია უკრაინაში ბოლო დროს მომხარი ტრაგედიის ობიექტური გამოძიება, რომელშიც, მისი თქმით, ოპოზიციის და ევროკავშირის წარმომადგენლებიც უნდა ჩაერთონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები